რამდენიმე საათის წინ, 56 წლის ასაკში, გარდაიცვალა, ყველასათვის საყვარელი მომღერალი, გიო ხუციშვილი. ის, დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა, მძიმე სენს. მაისში, მომღერალს, ფილარმონიის წინ, ვარსკვლავი გაუხსნეს, სადაც მან 20 სიმღერა შეასრულა.
საზოგადოება, მწუხარებას გამოთქვამს, მომღერლის გარდაცვალების გამო და სოციალური ქსელის საშუალებით, მის ოჯახს უსამძიმრებენ.
კომენტარები სოციალური ქსელებიდან:დათო ოქიტაშვილი: - ჩვენი გიო აღარ არის...
გია როინიშვილი: - წავიდა... ბრწყინვალე მომღერალი, ყველასთვის საყვარელი ადამიანი... ნათელში გამყოფოს ღმერთმა ჩემო გიო.
ვიქტორ დოლიძე: - ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული, გიოს გარდაცვალებამ, აცხონოს ღმერთმა!
ლაშა ღლონტი: - ჩემი ანას ქორწილში, როგორი საოცრებები გააკეთე - არასოდფეს დამავიწყდები ჩემო გულიანო ძმაო.. ბავრს დავწერდი, უბრალოდ ვერ ვწერ, არ შემიძლია...
ნოდიკო ტატიშვილი: - გიო ხუციშვილი - ეს სიმღერა რომ ვიმღერეთ თბილისობაზე უკვე ძალიან ცუდად იყო, თუმცა არასდროს იმჩნევდა ამას! დამენანა და გული დამწყვიტა მისმა წასვლამ! ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!
ეკა კვალიაშვილი: - გიო აღარ გვყავს...
ნინი ბადურაშვილი; - წავიდა ჩვენი საყვარელი გიო... წავიდა, იქ სადაც, ჩვენც ოდესმე წავალთ, ოღონდ, ძალიან გვიან... სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვწყვეტთ... გიოს, აქვს მთავარი: ის ხალხს უყვარს! მისი სიმღერები კი, კიდევ ბევრ თაობას გადაეცემა და აამღერებს! გვიყვარხარ გიო და მაგრად დაგვაკლდები... დააკლდები, შენს საყვარელ თბილისს... ღმერთმა ნათელში გამყოფოს!.
ვიდეორგოლები: - თბილისობა 2017 - ვინა სთქვა რომ ცხოვრების გზა დიდია
იხ. ვიდეორგოლი: