"ბეწვეზე გადავრჩი... ამწიეს ჰაერში და გადამდგეს" - თინა ბოკუჩავა

16:27 06-11-2018
988

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციისას დაპირისპირებაზე დაკავებას ბეწვზე გადაურჩა.

ამის შესახებ ბოკუჩავამ პრაიმტაიმს განუცხადა.

ბეწვეზე გადავრჩი... ამიწიეს ჰაერში და გადამდგეს, - აღნიშნა ბოკუჩავამ. მისი თქმით, პირადად შეესწრო საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ირაკლი ნადირაძის დაკავებას და აქვს ინფორმაცია, რომ ასევე დააკავეს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაც. 

დაპირისპირება პარლამენტის წინ სამართალდამცავების მიერ კარვების დაშლას მოჰყვა.