"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარლამენტის წინ აქციაზე დაპირისპირებისას, 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა.
"10 -ზე მეტი ადამიანია დაკავებული, ახლა ვადგენთ მათ კოორდინატებს. დაკავებულია ნიკა მელია, ასევე ირაკლი ნადირაძე", - განაცხადა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, დაპირისპირება პარლამენტის წინ სამართალდამცავების მიერ კარვების დაშლას მოჰყვა.