ჯერჯერობით უცნობია რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქცია განახლდება თუ არა

18:31 06-11-2018
113

ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან შვიდი ვითარებაა. როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები აცხადებენ აქცია აუცილებლად განახლდება, თუმცა ისინი ზაზა სარალიძის ადგილზე მისვლას დაელოდებიან. რეალურად განახლდება თუ არა რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქცია განახლდება თუ არა უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით რუსთაველის გამზირზე 4 პირი დააკავა, მათ შორის იყო ზვიად კუპრავა. 

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 11 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 4 პირი: 1983 წელს დაბადებული ლ.ც.; 1983 წელს დაბადებული ზ.კ.; 1995 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1993 წელს დაბადებული ნ.გ.

დაკავებულ ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.