ირაკლი ნადირაძე გათავისუფლების შემდეგ, პარლამენტთან მივიდა

19:22 06-11-2018
219

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირაკლი ნადირაძე გათავისუფლების შემდეგ პარლამენტთან მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის უკანონოდ იყო დაკავებული. 

"აქციებზე დავდივარ, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, 4 შვილის მამა. როცა დავინახე, როგორ ახრჩობდნენ ნიკა მელიას, ვთხოვე პოლიციელს, აეხსნათ, რატომ აკავებდნენ, რა დროსაც დამაკავეს, 40 წუთი ვიმყოფებოდი საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში, სადაც სატელეფონო კონსულტაციებს გადიოდნენ, დავეკავებინე თუ არა. დამაწერინეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში ხელწერილი. ხვალ იქნება სავარაუდოდ სასამართლო. მოვითხოვ პატრულის სამკერდე ჩანაწერები ამოიღონ და ანახონ საზოგადოებას, რა დავაშავე, რადგან ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ მაქვს ნათქვამი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვითხოვ, მოიხადონ ბოდიში",- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.