ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მათი კუთვნილი მიკროავტობუსი გაიტაცეს. როგორც ხაბეიშვილმა პარლამენტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, მიკროავტობუსი აქციის მონაწილეებს წყლით ამარაგებდა.
მივმართავთ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაგვიბრუნონ კუთვნილი მიკროავტობუსი. ისნის რაიონში იდგა მიკროავტობუსი, ოქმის გამოწერის გარეშე ჩამოსვეს მძღოლი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დასხდნენ და წაიყვანეს,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილე და „ნაციონალური მოძრაობის“ 10-მდე წევრი შსს-მ დღეს დააკავა.