ნანუკა ჟორჟოლიანი: "ვერც კი წარმომიდგენია კვირიდან როგორ არ უნდა დამეწყოს გულისცემა"

10:57 06-12-2018
3034

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში "მხოლოდ ქართულის" ფინალს ეხმაურება და წერს რომ ახალი სეზონი მალე დაიწყება. 

"ვერც კი წარმომიდგენია კვირიდან როგორ არ უნდა დამეწყოს გულისცემა. მერე ორშაბათს როგორ არ უნდა გამიმძაფრდეს. სცენაზე გასვლამდე როგორ არ უნდა დამავიწყდეს ყველაფერი, რისი თქმაც დაგეგმილი მქონდა.

რეალურად, ამ პროექტმა შემაყვარა ორშაბათი. მერე, მთელი კვირა რომ იაგუნდური მქონდა. მიყვარს ზუსტად ისე, როგორც ნანუკას შოუ. და ამაყი ვარ, რომ იმაზე მაგარი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.

ახალი სეზონი კი მალე დაიწყება, მაგრამ მანამდე, ძალიან დამაკლდები. მხოლოდ ქართული" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ავტორი: თეონა აბესაძე