აქციაზე "ნუ მოკლავ" განვითარებულ მოვლენებზე სამოქალაქო სექტორი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდის

11:25 06-12-2018
128

სამოქალაქო სექტორი აქციაზე "ნუ მომკლავ" განვითარებულ მოვლენებსა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწვდის.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 11 ივნისს, საპროტესტო აქციაზე “ნუ მომკლავ” განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"გვსურს გამოვეხმაუროთ დღის განმავლობაში, აქციაზე და მასთან კავშირში განვითარებულ ინციდენტებს. მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა და მისცეს აქციის მონაწილეებს საშუალება, კანონის ფარგლებში, მათთვის სასურველი ფორმით გამოხატონ საკუთარი აზრი. ასევე, მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებით განმარტოს დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული საპოლიციო ღონისძიების შინაარსი. პარლამენტის წევრის დაკავება, დასაშვებია მხოლოდ პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის დანაშაულზე წასწრების შემთხვევა. ამ საკითხზე გაკეთდა განმარტება, რომ პოლიციამ დეპუტატი ადგილს “გაარიდა”, თუმცა მედიაში გავრცელებული კადრები მიუთითებს, რომ პოლიციამ მას შეუზღუდა გადაადგილების თავისუფლება, ჩასვა პოლიციის მანქანაში და აქციის პერიმეტრიდან გაიყვანა, რაც პირის დაკავებას შეიძლება უთანაბრდებოდეს.

რაც შეეხება, კარვების დაშლის საკითხს, აქციაზე მყოფი პირების რაოდენობის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პოლიციის მხრიდან რუსთაველის გამზირზე განთავსებული კარვების ტროტუარზე გადატანა დღის პირველ ნახევარში, შესაბამისობაში იყო კანონთან და მანიფესტაციის უფლების არსთან.  

თუმცა, მოგვიანებით, პოლიციის მხრიდან ტროტურაზე გადატინილი კარვების დემონტაჟი იყო თვითნებური და წარმოადგენდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას. მანქანების სამოძრაო ნაწილისგან განსხვავებით, კანონი არ უკრძალავს დემონსტრანტებს, კარავი განათავსონ ტროტუარზე. მიგვაჩნია, რომ პოლიციის მხრიდან კარვების დაშლა იყო უკანონო, რამაც დამატებით, სიტუაციის ესკალაციის რისკი გააჩინა. 

დაზარალებულთა და მათი მხარდამჭერების სამართლიანი და ლეგიტიმური პროტესტის გამოხატვის მიზნით, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, გაითვალისწინონ კანონის მოთხოვნები და უზრუნველყონ აქციის მშვიდობიანი და კანონიერი ხასიათის შენარჩუნება. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას იმოქმედოს შეკრების და მანიფესტაციის უფლების დაცვის პრინციპებით. საჭიროების შემთხვევაში, აწარმოოს მოლაპარაკებები აქციის ორგანიზატორებთან და მონაწილეებთან. არ დაუშვას დაუსაბუთებელი და არაპროპორციული საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ" - ნათქვამია განცხადებაში".

 

ავტორი: