ამერიკამ დღეს, რუსეთის სამ მოქალაქესა და 5 კომპანიას, სანქციები დაუწესა. ხაზინის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ეს პირები, თანამშრომლობდნენ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან და ეხმარებოდნენ, მათ, შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებზე, კიბერ-თავდასხმების მოწყობაში.
სანქციების თანახმად, გაიყინება ქონება, რომელსაც ეს პირები და კომპანიები, შეერთებულ შტატებში ფლობენ. ნებისმიერ ამერიკელს კი, მათთან ბიზნეს-საქმიანობა ეკრძალება.
შეერთებული შტატები, აგრძელებს, მავნე აქტორების წინააღმდეგ ბრძოლას, ძალისხმევას, იმ აქტორების წინააღმდეგ, რომლებიც მუშაობენ რუსეთის ფედერაციის, მისი თავდაცვისა და დაზვერვის სამსახურების დავალებით, იმისთვის, რომ გაზარდონ რუსეთის კიბერ-თავდასხმის შესაძლებლობები" - განაცხადა სტივენ მნუჩინმა, ხაზინის მდივანმა.
სანქცირებულია კომპანიები: "ციფრული უსაფრთხოება", "ERPScan," "Embedi", "Kvant სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტი" და "Divetechnoservices". ის კერძო პირები კი (ალექსანდრ ლვოვიჩ ტრიბუნი, ოლეგ სერგეევიჩ ჩირიკოვი და ვლადიმირ იაკოვლევიჩ კაგანსკი), რომლებზეც ახალი სანქციები გავრცელდება, ძირითადად ამ უკანასკნელთან არიან დაკავშირებულნი.
წყარო: "amerikiskhma"