გვიან ღამით მოსულმა ნალექმა ავლაბარში, მეტეხის ქუჩაზე სახლი დააზიანა, რომელიც გამთენიისას ჩამოინგრა.
ფაქტის ამსახველ ფოტოს გვანცა ჯობავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავრცელებს. როგორც ფოტოში ჩანს, ჩამოშლილმა სამშენებლო მასალამ სახლის წინ მდგომი ავტომანქანაც დააზიანა.
ფოტოს ავტორის თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.