"სიტროენ ჯორჯიასა" და ჯანდაცვის სამინისტროს შორის სასამართლო დავაზე გადაწყვეტილება ცნობილი დღეს გახდება. პროცესი საქალაქო სასამართლოში, 16:30 საათზეა ჩანიშნული.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი შარაშიძემ "პრაიმტაიმთან" საუბრისას განაცხადა, მათ იმდენი ფაქტი და არგუმენტი აქვთ, რომ დამარცხება გამორიცხულია.
"დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს გადამწყვეტი სხდომაა. ეს ის თემაა, რომელზეც პრემიერმა თქვა, რომ თუ ეს მართალი იქნება, მე გადავდგებიო. რეალურად, ჩვენ რამდენიმე სასამართლოზე ვდაობთ. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი თემაა. დღეს, ბოლო სასამართლოა, რომელიც ხუთის ნახევარზე ჩატარდება. მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოიტანს. ჩვენი ღრმა რწმენით, იმდენად ყველაფერი ნათელია და იმდენი არგუმენტი, ფაქტი გვაქვს, გამორიცხულია ჩვენი დამარცხება ან სარჩელის დაუკმაყოფილებლობა,'' - განცხადა გიორგი შარაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ"სიტროენ ჯორჯიამ"2017 წლის 11 აგვისტოს მიმართა სასამართლოს საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ტენდერიდან უკანონოდ დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თათია ცუკოშვილი