ხელისუფლებას შესწევს ძალა, გადადგას კომპლექსური ნაბიჯები იმ ინტერესების მისამართით, რომელიც აქვს სარალიძეების ოჯახს - ზაზა გაბუნია

14:54 06-12-2018
143

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაზა გაბუნია ფიქრობს, რომ ბოლო დროუის მოვლენებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას შესწევს ძალა, გადადგას კომპლექსური ნაბიჯები იმ ინტერესების მისამართით, რომელიც აქვს სარალიძეების ოჯახს.

ამის შესახებ ზაზა გაბუნიამ "ქართულ ოცნებაში", საგანგებო სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ბოლო დროის მოვლენებმა აჩვენა, რომ  ხელისუფლებას შესწევს ძალა, გადადგას ინტეგრირებული, კომპლექსური ნაბიჯები იმ ინტერესების მისამართით, რომელიც საზოგადოებას აქვს. მათ შორის კონკრეტულ პიროვნებებს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სარალიძეების ოჯახს", - განაცხადა  ზაზა გაბუნიამ.

 

თათია ცუკოშვილი