"მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამ გააშიშვლა, ცვლილებების დრო დგება..." - ნუკრი ქანთარია

15:00 06-12-2018
165

 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია არ ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საგანგებო სხდომა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩაინიშნა.

როგორც ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პროცესებიდან გამომდინარე, ცვლილებების დრო დგება, მაგრამ კონკრეტულად რომელი, ამაზე ვერ ისაუბრებს. 

"ყურში არავის უჩურჩულებია, სამთავრობო ცვლილებებზე. ვნახოთ, რა საკითხებს  განვიხილავთ. უმრავლესობაში ასეთი შეხვედრა ხშირად ტარდება. პროცესებიდან გამომდინარე, ცვლილებების დრო დგება, მაგრამ კონკრეტულად რომელი და რანაირად ამაზე ვერ ვისაუბრებ. ცვლილება შიგნით იქნება, თუ ეს კადრების გადაადგილებას გამოიწვევს, ეს შესაძლებელი მგონია, რადგან გარკვეულ ეტაპზე, საჭიროა რაღაც განახლება. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამ გააშიშვლა და ბევრი პრობლემა აჩვენა, რაც საჭიროებს გადახედვას და არა თვალის დახუჭვას”, – განგაცხადა ქანთარიამ.

 

თათია ცუკოშვილი