ამერიკელი მსახიობი, სანდრა ბალოკი, რომელსაც ორი. შვილად აყვანილი ქალ-ვაჟი ჰყავს, მაგრამ საკთარი ბიოლოგიური შვილი არ გაუჩენია, მოულოდნელად განაცხადა, რომ დედობისთვის ემზადება. ერთ-ერთ ინტერვიუში, მსახიობმა აღნიშნა, რომ ბავშვების აყვანამდე, მისი ცხოვრებას არანაირი აზრი და ფასი არ ჰქონდა. ის თავს არარაობად თვლიდა.
53 წლის სანდრა, ორ შვილს - 8 წლის ვაჟს, ლუისს და 6 წლის ქალიშვილს ლაილას ზრდის. ის არც ერთი წუთი არ ნანობს, რომ ბავშვები იშვილა.
Entertainment Tonight-თან ინტერვიუში სანდრა აცხადებს:
ღმერთო ჩემო, შვილად აყვანის შემდეგ, ყველაფერი იცვლება. ადრე, როცა ჩემს განვლილ ცხოვრებას გადავხედავდი, ვფიქრობდი, რომ მშვენივრად ვიცხოვრე, მაგრამ ბავშვების შემდეგ, მივხვდი, რომ მე, არაფერს არ წარმოვადგენდი, ჩემს ცხოვრებას არანაირი აზრი არ ჰქონდა. ვფიქრობ, რომ ჩემი წარსული ცხოვრება, უბრალოდ უაზრობა იყო, ყოველდღიურად, დროს ვკლავდი, მეტი არაფერი, სანამ ჩემი შვილები არ გამოჩნდნენ. ამ ეტაპზე კი, სასწაულად გამიმართლა - მათი წყალობით, უკვე ვიცი, საკუთარი ცხოვრების არსი - აცხადებს სანდრა.
იხ. ფოტოკოლაჟი: