ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, ნინო კვიტაიშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა და ინგოროყვას კლინიკაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა:
ნინო კვიტაიშვილი ჩემი პირადი ახლო მეგობარია. ხოდა, პირადად გავუმწარებ სიცოცხლეს ტრავმატოლოგ მამაგეიშვილს, რომელმაც მისი პარტიული კუთვნილების გამო, უარი თქვა, პოლიციის მიერ ნაცემი, ნინოსთვის, სამედიცინო დახმარების გაწევაზე.
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა გირჩევთ, თქვენით მიიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება და ეგ ჰიპოკრატეს ფიცის დამრღვევი ნაბიჭვარი, დროზე მოაშოროთ მაქედან. არა და - თქვენ თავს დააბრალეთ! - წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, პოლიციასთან დაპირისპირებისას დაშავებულმა აქტივისტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა, ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას მიმართა.
ნინო კვიტაიშვილის თქმით, სამედიცინო შემოწმების დროს, მას, ერთ-ერთმა ექიმმა უთხრა, რომ არ გაუწევდა სამედიცინო მომსახურებას პოლიტიკური კუთვნილების გამო.
ინგოროყვას კლინიკის ბიოეთიკის საბჭო, ამ საკითხს, დღეს განიხილავს. კლინიკამ დეპუტატს, ოფიციალური ბოდიში, უკვე მოუხადა.
ძალადობა, ჩემ მიმართ გამოიხატა, ფაქტობრივად, ხელების გადაგრეხვაში, თავის უკანა ნაწილში, დარტყმაც ვიგრძენი. სწორედ ეს გახდა, შემდგომში, ჩემი ცუდად გახდომის მიზეზი - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.