დიდი ხანია, მედიაში, აქტიურად განიხილება, ქრთველი რეჟისორის რეზო გიგინეიშვილისა და ბიზნესვუმენის, ნადეჟდა ობოლენცევას შორის რომანი, რომელიც გაზაფხულზე, ქმარს გაეყარა.
რეზო გიგინეიშვილმა და ინტელექტკლუბის 418-ის დამფუძნებელმა, ნადეჟდა ობოლენცევამ, კინოტავრი - 2018-ის გახსნაზე, პირველად გაავრცელეს ინფორმაცია, მათი რომანის შესახებ. წყვილი, ჟურნალ HELLO!-ს ახალი ნომრის მთავარი გმირი გახდა.
რამდენიმე ხნის წინ, ქართველი რეჟისორი, ყოფილ ცოლს, ნადეჟდა მიხალკოვს, ოფიციალურად გაეყარა, ხოლო ობოლენცევა, მის ყოფილ ქმარს, ბიზნესმენ აირატ ისხაკოვს დაშორდა.
შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა მიხალკოვისა და რეზო გიგინეიშვილის ქორწინება, შვიდ წელს გაგრძელდა: ისინი 2010 წლის აპრილში დაქორწინდნენ, ჯვარი წლინახევრის შემდეგ საქართველოში დაიწერეს. 2011 წლის 21 მაისს დაიბადა მათი პირველი საერთო შვილი ნინა. ორი წლის შემდეგ, ისევ 21 მაისს, 2013 წლის, ნადეჟდას მეორე შვილი ივანი ეყოლა, რომელიც ნიკიტა მიხალკოვისთვის, მერვე შვილიშვილი გახდა.
რეზოსთვის ეს უკვე მეორე განქორწინებაა. 2005 წელს, ის დაქორწინდა, ანასტასია კოჩეტკოვაზე, რომელიც პროექტ „ფაბრიკა ზვიოზდის მონაწილე იყო. ორი წლის შემდეგ, წყვილი, ერთმანეთს დაშორდა. მათ, 10 წლის ქალიშვილი ჰყავთ.
იხ. ფოტოკოლაჟი: