"სამთავრობო ცვლილებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა..." - ლევან კობერიძე

18:17 06-12-2018
89

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" საგანგებო სხდომაზე, სამთავრობო ცვლილებების შესახებ საუბარი არ ყოფილა.

ამის შესახებ ლევან კობერიძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე UNICEF-ის კვლევასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ.

შეგახსენებთ, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიის საშუალებით ვცრელდებოდა ინფორმაციები პრემიერ-მინისტრისა და რამდენიმე მინისტრის გადაყენებასთან დაკავშირებით. 

⭕LIVE: ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში საგანგებო სხდომა დასრულდა, რა საკითხებზე იმსჯელეს და იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები


ავტორი: ლილუ მიროტაძე