„ქართულ ოცნებას“ არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ევროპარლამენტს მხარი დაეჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისთვის- გიორგი კანდელაკი

14:47 06-13-2018
92

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი თვლის, რომ მმართველ გუნდს საერთოდ არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ევროპარლამენტს მხარი დაეჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისთვის.

ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა ოთხოზოარია-ტატუაშილის სიის საკითხი. ევროპარლამენტი მიესალმა საქართველოს პარლამენტის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებას და მოუწოდა ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ მოახდინონ სიაში არსებული პიროვნებების ან იმ პიროვნებების, ვინც მომავალში შეიძლება იქნას შეტანილი სიაში, ინტეგრირება ევროკავშირის თუ ცალკეული სახელმწიფოების სანქციებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და რაოდენ სამწუხაროა, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამწუხაროდ, მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები საერთოდ არ აქტიურობდნენ იმისთვის, რომ ევროპარლამენტს მხარი დაეჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისთვის. „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია ამისთვის“, - განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკის თქმით, მთავრობამ ზეგ უნდა გამოაქვყენოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და იმედი გამოთქვა, რომ ამის შემდეგ მაინც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები.