პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:
"მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს, ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა ჩვენს ქვეყანაში, 2,8% იანი ეკონომიკური ზრდით ჩაიბარა ქვეყანა და 6,5% იანი ზრდით დატოვა.
მჯერა, რომ ის პოზიტიური პროცესები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაიწყო შეუქცევადია" - წერს ქუმსიშვილი.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.