აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებს, რომ პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვების მიღებულ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს საზოგადოებამ, თუმცა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს ვერ შეაფერხებს:
"კვლევის მაჩვენებლები საჭიროებს დაფიქრებას და ანალიზს, რეაგირებას. ეს გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. პროცესები გრძელდება, ეს არ არის განსაკუთრებული მოვლენა, რამაც შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები შეაფერხოს. პროცედურებს მივყვებით, ახალი შემადგენლობას უახლოეს დღეებში გავიგებთ" - განაცხადა დანელიამ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.