"გადაწყვეტილება მიღებული მაქვს..." - აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას მიხეილ ჯანელიძე?

11:06 06-14-2018
103

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ არ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას. 

როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა გუნდთან კონსულტაციების გავლას აპირებს. 

„სრულიად ვიზიარებ ყველა იმ განცხადებას, რომელიც კვირიკაშვილის მიერ ბრიფინგისას გაკეთდა. ვფიქრობ, რომ მისი მეთაურობით მთავრობამ იმაზე მეტიც გააკეთა, ვიდრე მან ეს აღნიშნა. დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ამ გუნდს და საქართველოს მომავალი წარმატებები ჰქონდეს როგორც საგარეო, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. მე ძალიან დიდი პატივს ვცემ იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ის შედეგები იქნა მიღწეული, რითაც ვამაყობ. მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ გუნდთან მექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ ვისაუბროთ,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გუშინ გადადგა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე