"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ პრემიერის კანდიდატურად ბიძინა ივანიშვილი არ დასახელდება, თუმცა ამის შეზღუდვა არ არსებობს:
"არანაირი აკრძალვა და შეზღუდვა არ არსებობს, რომ ადამიანი მეორედ იყოს არჩეული პრემიერ-მინისტრად. თუმცა მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა არ დასახელდება. ის დღეს სერიოზულ ფუნქციებს ასრულებს, მას შემდეგ რაც მიიღო გადაწყვეტილება და პარტიის თავმჯდომარედ მოვიდა, მას აქვს უკვე დიდი როლი და ფუნქციები. ამიტომ არ არის აუცილებელი ყოველთვის პარტიის თავმჯდომარე იყოს მთავრობის მეთაური
მე არ ვისაუბრებ კონკრეტულ პიროვნებებზე, ბევრი იმსახურებს და შეუძლია იყოს კარგი პრემიერ-მინისტრი, მათ შორის მამუკა ბახტაძეც.
ასევე, ბატონი გიორგი მიმაჩნია, რომ საქართველოს ისტორიაში დარჩენა როგორც ერთ-ერთი ღირსეული, ძალიან კარგი ადამიანური თვისებების მქონე პრემიერ-მინისტრი. მას ჰქონდა დიდი წარმატებები და ჰქონდა გარკვეული ხარვეზებიც"- დასძინა საგანელიძემ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა.