გიო ხუციშვილის ოჯახს ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრა... მომღერალს დღეს კრძალავენ

15:30 06-14-2018
352

მომღერალ გიო ხუციშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ. მანამდე კი მისი სამოქალაქო პანაშვიდი საბურთალო ქუჩაზე მდებარე ამაღლების სახელობის ტაძარში მიმდინარეობს.

პანაშვიდზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ბერასთან ერთად მივიდა და ოჯახს მიუსამძიმრა. 

გარდაცვლილის ოჯახს ასევე დედაქალაქის მერმა და სხვა დეპუტატებმაც მიუსამძიმრეს.

გიო ხუციშვილი 11 ივნისს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ავტორი: