სტრიპტიზიორი რომელიც რეპის "დედოფლად" აღიარეს შვილს ელოდება - კარდი ბის ექსტრაორდინალური ფოტოსესია (ვიდეორგოლი)

15:42 06-14-2018
893

ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი, კარდი ბი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ, რეპის დედოფლად გამოაცხადეს, ივლისში დედა გახდება. 

ფეხმძიმობის პერიოდში, 25 წლის გოგონა, საკმაოდ თავშეკავებულად და გაწონასწორებულად იქცეოდა - მაქსიმალურად ცდილობდა, ნეგატიური ინფორმაციებისგან თავი მოერიდებინა. ჯერ ინსტაგრამზე, პირადი აკაუნტი გააუქმა, ხოლო შემდეგ, ადვოკატებს, მისი სასამართლო პროცესი, სექტემბრის თვეში გადაადებინა. 

შეგახსენებთ, რომ აპრილში, ამერიკელი მომღერალი და სტრიპტიზიორი, უცენზურო ფოტოს გამო, გაასამართლეს - საკუთარი ალბომის გარეკანზე, მომღერალთან ერთად პოზირებს, კარდის, ლუდის ბოთლი უჭირავს და ბიჭს, რომელსაც მთელ ზურგზე ტატუ აქვს გამოსახული, ამბობს, რომ მას ამ ფოტოს გამოქვეყნების ნებართვა, არ მიუცია. რის გამოც ის, რეპერს, სასამართლოში უჩივის. 

ამ ეტაპზე, სასამართლო პროცესი, რეპერის ფეხმძიმობის გამო, სექტემბრის თვეში გადაიდო. მომღერალი კი, თაყვანისმცემლებს, მისი ამჟამინდელი ფოტოებით ანებივრებს. 

სავარაუდოდ, კარდი ბი, მშობიარობის შემდეგაც გაახალისებს საზოგადოებას, მისი ექსტრაორდინალური ფოტოებით.  

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები:

 
 

ავტორი: რუსა ღვანიძე