საბა კემულარია საჩუქრად მიღებულ 5000 ლარს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს ჩუქნის

16:32 06-14-2018
4135

"მხოლოდ ქართულის" ფინალისტი და მეორე ადგილის მფლობელი საბა კემულარია საჩუქრად მიღებულ 5000 ლარს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს ჩუქნის.

საბა კემულარიას ფულადი პრიზი "საქართველოს უნივერსიტეტმა" აჩუქა. 

"ამ თანხას მე ვერ მივიღებ, თუმცა "საქართველოს უნივერსიტეტის", "ნანუკას შოუს" და ჩემი სახელით გადავცეთ იმ ადამიანს, ვისაც ეს ძალინ სჭირდება. ეს არის 8 წლის ბექა ფიფია, რომელიც ლეიკემიით არის დაავადებული და ძალიან სჭირდება ჩვენი თანადგომა" - განაცხადა "ნანუკას შოუში" საბა კემულარიამ.

ავტორი: