ყველა წინამორბედის სურვილია, რომ მომდევნო იყოს მასზე უკეთესი - ზაქარია ქუცნაშვილი

17:23 06-14-2018
67

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილ პრემიერს გაუხარდება, თუ მომავალი პრემიერი მასზე უკეთესი იქნება.

"ყველა წინამორბედის სურვილია, რომ მომდევნო იყოს მასზე უკეთესი. კვირიკაშვილს ძალიან გაუხარდება, თუ მას შეცვლის უფრო ძლიერი, ენერგიული და რეფორმატორი ადამიანი.

პერსონას მოვერიდოთ, პარტიის თავმჯდომარეს დავაცადოთ, რომ დაასახელოს, შემდეგ უმრავლესობას, რომ განიხილოს კანდიდატი"- განაცხადა ქუცნაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ გადადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრთა კაბინეტი თავიდან უნდა დამტკიცდეს. 

 

ავტორი: