მომღერალი, გიო ხუციშვილი 11 ივნისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
დღეს, დაკრძალვის ცერემონიამდე, საბურთალო ქუჩაზე მდებარე ამაღლების სახელობის ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
გთავაზობთ, გიო ხუციშვილის მეუღლის, მაია ჯორჯაძის ინტერვიუს, გაზეთ პრაიმ ტაიმის არქივიდან:
მაია ჯორჯაძე, გიო ხუციშვილის მეუღლე:
- ერთმანეთი, საერთო მეგობართან გავიცანით. 17 ნოემბერს, ჩვენი შეუღლებიდან, 20 წელი გადის და ხის ქორწილს, აუცილებლად აღვნიშნავთ.
წელიწად-ნახევარი ვიყავით შეყვარებულები და მერე ვიქორწინეთ, უფრო სწორად გავიპარეთ მე, გიო და ჩემი ოთხი მეგობარი გოგო. ბათუმში წავედით. მეც ვმღეროდი, გიოც მღეროდა და, ალბათ, ამან განაპირობა ჩვენი ერთად ყოფნა. კარგი დრო იყო და სიამოვნებით ვიხსენებ იმ პერიოდს.
20 წელი საკმაოდ დიდი დროა, ამ ხნის განმავლობაში ცუდი პერიოდიც გვქონია, მაგრამ სიყვარულმა გაიმარჯვა. მე მგონი, ისევ ისე მიყვარს, როგორც მაშინ, პირველად...
რომ არ ფიქრობ და არ ელი, აი, იმ წუთას ისეთ სიურპრიზს გაგვიკეთებს მეც და ზუკასაც, რომ გაოცებული ვრჩები...
ეს ჩემგან პირველი სიურპრიზი იქნება გიოსთვის, თქვენი გაზეთით რომ ვეტყვი, „მიყვარხარ“-მეთქი.
– თანაცხოვრების მანძილზე მისთვის სიურპრიზი არასოდეს გაგიკეთებიათ?
– არა. ვიცი, გაზეთს რომ გადაშლის და წაიკითხავს, სიყვარულს როგორ ვუხსნი, ძალიან გაუკვირდება. არასოდეს გამიკეთებია ასეთი რამ, მით უმეტეს გაზეთის საშუალებით. ვერ წარმოიდგენს, რომ 20 წლის შემდეგ ამას ვეტყოდი: გიო, მე შენ მიყვრახარ, იმიტომ რომ კარგი ბიჭი ხარ!...
ავტორი: თამარ გონგაძე.
წყარო: გაზეთი პრაიმ ტაიმი. არქივიდან - 2011 წელი. 11თებერვალი.
იხ. ვიდეორგოლი: - გიო ხუციშვილი და მაია ჯორჯაძე - მომეფერე და მოგეფერები