ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, თბილისს შემოდგომაზე 9 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. ახალაშენებულ ბაღებს უკვე მიენიჭათ ნომრები, შესაბამისად, ისინი აღსაზრდელთა სარეგისტრაციო ფორმაში აისახება.
2018-2019 სააღმზრდელო წლისათვის რეგისტრაციის პირველი ეტაპი 18 ივნისს 12:00 საათზე, ხოლო მეორე ეტაპი 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.
ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების ნომრებია:
ნაძალადევის რაიონში, ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე - N49
საბურთალოს რაიონში - სოფელ დიღომში N67
საბურთალოს რაიონი - დიდი დიღმის მე-3 მ/რ N73
გლდანის რაიონში - სოფელი გლდანი N53
გლდანის რაიონი - მე-3 მ/რ. მ N57
ვაკის რაიონში - ნუცუბიძის მე-4 მ/რ N44
ვაკის რაიონში - წყნეთში, ბაღი N118
დიდუბის რაიონში - ზუგდიდის ქუჩა N3-ში, ბაღი N38
ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის ქუჩაზე - ბაღი N68