ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი, საზოგადოების წინაშეშე, ერთად, პირველად წარსდგნენ.
დედოფალი და სასექსის ჰერცოგის მეუღლე, ჩეშირის საგრაფოში, მატერბლით, რანკორნის სადგურზე ჩავიდნენ, შემდეგ კი ავტომობილით, მდინარე მერსის ახალი ხიდისკენ გაემგზავრნენ. ჩეშირის ქუჩებში, სუვენირები და დროშები ჰქონდათ დამოტანილი, გასაყიდად.
ელისაბედ მეორე და მეგან მარკლი, Mersey Gateway-ის ხიდის და ჩეშირის Storyhouse-ის თეარტრის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.
ეს, მეგან მარკლის, პირველი ოფიციალური ღონისძიებაა, როცა მეუღლის, პრინცი ჰარის გარეშე იღებს მონაწილეობას.
ჩეშირის ქუჩებში, ათასობით ადამიანი გამოვიდა დადოფლის და ჰერცოგინიას საპატივცემლოდ. მათ ასევე, პატივი მიაგეს, გასულ წელს, ლონდონის საცხოვრებელი სახლის, დაწვის შედეგად დაღუპული ადამინების ხსოვნას.
სწორედ, ამის გამო, ელისაბედ მეორე, სტიუარტ პარვინის ბრენდის, მწვანე ფერის სამოსში და რეიჩელ ტრევორის დიზაინის შლიაპით პოზირებს, რომელიც ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის, სიმბოლოა.
ჰერცოგინია კი, ღონისძიებისთვის, Givenchy-ის ღია კრემისფერი კაბა და შავი ფერის ფეხსაცმელი შეარჩია.
იხ. ფოტოკოლაჟი: