მნიშვნელოვანია, რომ ის პირები, რომლებაც მიიღეს მონაწილეობა არჩილ ტატუნაშვილის წამებაში, იდენტიფიცირებულები არიან - ადვოკატი

15:23 06-15-2018
96

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პირები, რომლებაც მიიღეს მონაწილეობა არჩილ ტატუნაშვილის წამებაში, იდენტიფიცირებულნი არიან.

ამის შესახებ ადვოკატმა თამარ ავალიანმა პირველი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ამას ველოდით კიდეც, რადგან ალიკ ტაბოევს და დავით გურციევს ჰქონდათ განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული ჩადენილი  და პატიმრობა იყო ერთადერთი სწორი და ადეკვატური აღკვეთი ღონისძიება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს აღკვეთი ღონისძიება, ასევე საგამოძიებო მოქმედებები, იმ პირების იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც არჩილ ტატუნაშვილი აწამეს და მოკლეს. ამ ეტაპისთვის ეს არის მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა თამარ ავალიანმა.

 

მიხეილ ჯანგიშერაშვილი