ვაკეში სროლა იყო. მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაურკვეველი მიმართულებით ისროდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ისჯება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კვირის განმავლობაში, ვაკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსგავსი შემთხვევა მეორედ მოხდა.