გუშინ, რუსათის დედაქალაქში, 21-ე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი -2018, საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის ცერემოანიაზე, ბრიტანელი მომღერალი, რობი უილიამსი მონაწილეობდა. მომღერალს, საკუთარი ჰიტის, Party Like a Russian-ის შესრულება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ კონცერტის ორგანიზატორებმა, უფლება არ მისცეს და სხვა სიმღერით შეცვალეს. ჰიტის შესრულების დროს, მომღერალმა, სიმღერის, Rock DJ-ის ტექსტი შეცვალა და მოულოდნელად, პირაპირ კამერების წინ, საზოგადოებას. უცენზურო ჟესტი უჩვენა და განაცხადა: - ამისთვის არაფერი არ გადაუხდიათ - ეს მე, უფასოდ გავაკეთე.
ცერემონიის დამდგმელმა რეჟისორმა, ილია ავერბუხმა, უილიამსის უცენზურო საქციელისთვის, მაყურებელს ბოდიში მოუხადა:
- ვერ ვხვდები, ეს რატომ გააკეთა რობიმ, მე, როგორც ქორეოგრაფს, ესეთი სცენარი არ დამიდგამს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჟესტი, რუსეთთან, არანაირ კავშირში არ არის. ვიმედოვნებ, უილიამს, ეს, ჩვენი ქვეყნის მისამართით, არ გამოუყენებია. რობი, უდიდესი ვარსკვლავია და მშვენივრად იცის, რასაც აკეთებს - ამბობს ავერბუხი.
შეგახსენებთ, რომ მსოლფიო ჩემპიონატი - 2018-ის ცერემონიის დასრულების შემდეგ, საუდის არაბეთის და რუსეთის ნაკრებს შორის, პირველი საფეხბურთო მატჩი გაიმართა, სადაც რუსეთის ნაკრებმა, საუდის არაბეთი - 5:0 დაამარცხა.
იხ. ფოტოები და ვიდეორგოლი: