მაკრონს სკანდალური ვიდეო გაუვრცელეს

13:33 06-16-2018
1855

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

საფრანგეთის პრეზიდენტი სკანდალში გაეხვია. ემანუელ მაკრონს საბიუჯეტო სახსრების არასათანადოდ ხარჯვაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ BBC News წერს. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა სერიოზული უკმაყოფილება მას შემდეგ დააფიქსირეს, რაც სატირულმა ჟურნალმა Le Canard enchaîné-მა გამოძიება წამოიწყო და დაადგინა, რამდენად ძვირად ღირებული სერვიზი შეიძინა მან.

Twitter-მა ვიდეოც დადო, სადაც ის სიღარიბეზე მსჯელობს. მსჯელობისას კი ის საკმაოდ დამცინავ ტონს იყენებს.

„ნახეთ, ჩვენ შემწეობებს ვაძლევთ ღარიბებს და ისინი მაინც სიღარიბეში ცხოვრობენ. ისინი ამ მდგომარეობიდან ვერ გამოდიან. ადამიანები, რომლებიც სიღარიბეში იბადებიან, სიღარიბეში კვდებიან. ჩვენ რამე უნდა მოვიფიქროთ, რათა ადამიანებს იქიდან გამოსვლაში დავეხმაროთ“, – ამბობს მარკონი.

სწორედ ამ ვიდეოში სიღარიბეზე საუბრისას პრეზიდენტის ტონმა გააღიზიანა ბევრი. რამდენიმე დღეში კი ცნობილი გახდა, რომ ელისეის სასახლემ 50 ათასი ევროს ღირებულების ჭურჭლის სერვიზი შეიძინა. თუმცა, როგორც Le Canard enchaîné-მა გაარკვია, მისი რეალური ღირებულება 500 ათასი ევროა.