ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭო მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელებას მიესალმება

23:34 06-17-2018
87

მმართველი გუნდის მიერ მამუკა ბახტაძის საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წარმომადგენელი მამუკა ბახტაძე ეხმაურება.

წერეთელი განმარტავს, რომ ბიზნესსაბჭოს კომპანიები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან:

ჩვენ კარგად ვიცნობთ პრემიერობის მომავალ ​კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს, რომელიც არაერთხელ გვესტუმრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა ის ჯერ კიდევ რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და რამდენიმე მრგვალი მაგიდა ჩავატარეთ. ასევე გვქონდა დიდი კონფერენცია საქართველოში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად მოვაწყვეთ. მიმდინარე წლის დასაწყისში ბატონი მამუკა, როგორც ფინანსთა მინისტრი, ბიზნესსაბჭოს სტუმარი იყო და ჩვენ ვისაუბრეთ საინვესტიციო შესაძლებლობებზე საქართველოში, ძირითადად კი ყურადღება გამახვილდა ისეთი ბიზნესინიციატივების მომზადებაზე, რომელიც უფრო შესაფერისი იქნებოდა ამერიკული კომპანიებისთვის, დააინტერესებდა მათ და საინვესტიციო პროფილს მეტად მიესადაგებოდა. ასე რომ, ჩვენ ეს ურთიერთობა უკვე მრავალი წელია გვაქვს და ბუნებრივია, ველოდებით მის კიდევ უფრო გაღრმავებას მამუკა ბახტაძის ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსიდან გამომდინარე პრემიერ-მინისტრის რანგში.

მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის ვაშინგტონში ბიზნესსაბჭოს 21-ე წლიური კონფერენცია და ამერიკის პირველი ქართული ღვინის ფორუმი, სადაც ბიზნესსაბჭო იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება ღონისძიების აქტიური მონაწილე, როგორც საპატიო სტუმარი და მთავარი გამომსვლელი.

არ ველოდებით კურსის ცვლილებას. პირიქით, ველოდებით რომ ტრაექტორია, რომელიც აღმავალია 1991 წლიდან, კვლავ აღმავალი მიმართულებით გაგრძელდება. ამჟამად ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, დაწყებული ქართული ჯარის წვრთნებით, ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ამერიკის მხარდაჭერით და ხელშეწყობით დამთავრებული. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს პოლიტიკური სიახლოვე, რაც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს, გადაიზარდოს უფრო მეტ ეკონომიკურ სიახლოვეში. ჩვენი მიზანია, თვისობრივი გარღვევა მოვახდინოთ ამ მიმართულებით.

მიუხედავად ამისა, იგი შესაძლებელია აჩენდეს ახალ შესაძლებლობებს საქართველოსთვის და ჩვენი ამოცანაა, ამ ძალისხმევის მხოლოდ და მხოლოდ აღმავალი ტრაექტორიით განვითარება – განაცხადა ბიზნესსაბჭოს წარმომადგენელმა.