რუსეთში საპენსიო ასაკის ზრდას აპროტესტებენ. ონლაინ-პეტიციას მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
რუსეთის პროფკავშირების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ საპენსიო ასაკის გაზრდის შემთხვევაში, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი საპენსიო ასაკამდე ვერ იცოცხლებს.
14 ივნისს რუსეთის ხელისუფლებამ საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 16 ივნისს კი, რუსეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომლითაც საპენსიო ასაკი 2028 წლისთვის ქალებისთვის 55-დან 63 წლამდე, კაცებისთვის კი 60 წლიდან 65 წლამდე იზრდება.