„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ ზოგი სამინისტროს საერთოდ გაუქმება, ზოგისაც კი - გაერთიანებაა საჭირო:
"ჩვენნაირ პატარა ქვეყანას ამდენი უწყება არ სჭირდება. მივესალმებით პრემიერობის კანდიდატის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ ზოგიერთი სამინისტრო საერთოდ გაუქმდება. 3-4 სამინისტრო ქვეყანაში სულაც არ არის საჭირო. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ კულტურის სამინისტრო საერთოდ შესაძლებელია არ გვქონდეს. ალბათ, უნდა განიხილებოდეს სასჯელაღსრულების სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან მიერთების საკითხი. ინფრასტრუქტურის სამინისტრო კარგი იქნება თუ ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება" - განაცხადა გიგაურმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ მეტად მოქნილი და მცირე ზომის მთავრობაა საჭირო.