კრიშტიანუ რონალდუს 5 წლამდე პატიმრობა და 18,8 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა

13:17 06-18-2018
1696

14 ივნისს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი -2018 დაიწყო, რომელიც 15 ივლისამდე გაგრძელდება.

15 ივნისს, პორტუგალიის გუნდს და ესპანეთის ნაკრებს შორის შეხვედრა, ანგარიშით 3:3 დასრულდა. მადრიდის რეალის თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონლდუ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე, პორტუგალისს ნაკრების თავდამსხმელია, მთავარი გმირი გახდა -  88- წუთზე, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ესპანეთის ნაკრების კარში, მესამე გოლი გაიტანა, რითაც გუნდს, გამარჯვება მოუტანა! 

რონალდო, ამ გამარჯვებით აღფრთოვანებული იყო, რომ არა სასამართლო უწყება, მადრიდის პროკურატურიდან - ფეხბურთელს, გადასახადების გადაუხდელობის გამო, 2 წლიანი პატიმრობა და 18,8 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. 

საგენტო El Mundo-ს ინფორმაციით, საგადასახადო ინსპექცია, იუწყება, რომ რონალო, მალავს გადასახადებს და მას 14,7 მილიონი ევროს გადასახადები დაუგროვდა.  ფეხბურთელს, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ ადვოკატების მოლაპარაკების შედეგად, სავარაუდოდ მხოლოდ გადასახადების გადახდა მოუწევს. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, 13 ივნისს,  მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს, გადასახადებისაგან თავის არიდების გამო, მადრიდის პროკურატურამ, ბრალი წაუყენა. 

პროკურატურის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუმ, 2011-2014 წლებში, სახელმწიფო ხაზინაში 14.7 მილიონი ევრო არ გადაიხადა და მოგების დასამალად, 2010 წელს, მის მიერ შექმნილი, სააქციო საზოგადოება გამოიყენა.

27 მაისს ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და თანხის გადახდაზეც დათანხმდა.

იხ ფოტოები:

 
ავტორი: რუსა ღვანიძე