საგანგაშო სტატისტიკა - ბოლო სამ წელში 40 ქალია მოკლული

15:40 06-18-2018
144

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო სამ წელში 40 ქალი გახდა ფემიციდის მსხვერპლი.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.

სახალხო დამცველი პარლამენტისგან მოითხოვს ფემიციდი სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლით განისაზღვროს:

„მხოლოდ 2017 წელს გამოძიება დაიწყო ქალთა მკვლელობის 26 ფაქტზე და მათ შორის 14 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი; ქალთა მკვლელობის მცდელობის მუხლით 15 ფაქტზე დაიწყო გამოძიება და მათგან ოჯახში ძალადობის ნიშნით 12 ფაქტი იყო ჩადენილი. ეს სტატისტიკა მიანიშნებს, რომ ქალთა მკვლელობების უმრავლესობა ოჯახში ძალადობას უკავშირდება და ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის უმთავრესი რეკომენდაციაა ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა" – განაცხადა სახალხო დამცველმა. 

ფემიციდის მონიტორინგის ანგარიშის“ მიხედვით, ფემიციდის მაღალი რაოდენობა მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც ქვეყანაში არსებულ გენდერულ უთანასწორობასთან, ისე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პოლიტიკასთან და ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა სისტემის ნაკლოვანებებთან. შესაბამისად, ხარვეზების გამოსასწორებლად აუცილებელია სისტემური ნაბიჯების გადადგმა.

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა პრეზენტაციისას პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვაზე ისაუბრეს.

ქალთა მოძრაობამ კი ფემიციდზე პეტიცია მოამზადა.

ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, იდა ბახტურიძე აცხადებს, რომ ეს მონაცემები ოფიციალური სტატისტიკის შედეგია, სინამდვილეში კი მოკლული ქალების რაოდენობა ბევრად მეტია. 

ავტორი: