რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას მომავალ მთავრობაში, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა - მიხეილ გიორგაძე

11:13 06-19-2018
114

კულტურის და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, სამინისტროების ოპტიმიზაციაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც კულტურის მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის კულტურისა და განათლების გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, კონსულტაციების დასრულების შემდეგ ყველაფერი ცნობილი გახდება.

„კონსულტაციები მიმდინარეობს, რა ფორმატით და რა სტრუქტურით ჩამოყალიბდება მომავალი მთავრობა, რომელიც მცირე მთავრობის კონცეფციით არის ცნობილი, ცოტა ხანში გამოჩნდება. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას მომავალ მთავრობაში, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, მისი გადასაწყვეტია განახლებულ მთავრობაში ვინ იქნება. დღეს წარსადგენ პროგრამაში პრიორიტეტები პრაქტიკულად არ იცვლება დღევანდელი სიტუაციისა და გარემოსთან მიმართებაში. ბუნებრივია, ზოგ მიმართულებას მეტი ყურადღება ექცევა ეს არის სასპორტო და სახელოვნებო მიმართულებები, ეს არის ტრადიციულად კულტურული მემკვიდრეობა, ეს არის მასობრივი სპორტის განვითარება და სპორტის ხელმისაწვდომობა, ამიტომ რადიკალური ცვლილებები პრიორიტეტებში არ არის”, – განაცხადა გიორგაძემ.