საპრლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, ხის გადატანა და პოლიციელის მკვლელობა აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან.
ამ განცხადებით, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას უპასუხა.
„ამაზრზენი ტყულია ის, რაც ქალბატონი ბოკუჩავას მხრიდან ცოტა ხნის წინ იქნა ნათქვამი ამ დარბაზში. პოლიციელის მკვლელობის დანაშაული, თინა ბოკუჩავამ, „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში, ფაბრიკაციის და დეზინფორმაციის გზით, უსინდისო ტყუილის გამოყენებით დაუკავშირა ხის გადატანის პროცესს, რაც არის უსინდისო ტყუილი. ბრალდება არის დაუსაბუთებელი. ხის გადატანა და პოლიციელის მკვლელობა აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან და ამ დანაშაულში ბრალდებული კონკრეტული პირი დაკავებულია. ეს არის ის უსინდისო ტყუილი, რომლის საშუალებითაც ქალბატონი ბოკუჩავა ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
გასულ კვირას ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს.