ახალი ციხეები არაუმეტეს 500 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი - კახა კახიშვილი

14:56 06-19-2018
85

პენიტენციური სისტემა მცირე ზომის ციხეების მოდელზე გადადის, -ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.

როგორც კახა კახიშვილი ამბობს, ახალი ციხეები არაუმეტეს 500 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.

„გადავწყვიტეთ, გადავიდეთ პატარა ციხეების მოდელზე. შემუშავდა და მზად არის პროექტი პატარა ციხეების, რადგან სამართავად უფრო ეფექტიანია. დაახლოებით, ერთი და იგივე პროექტით, ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას არაუმეტეს 500 კაციანი ციხეების. მალე წარმოგიდგნეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის შესაბამისად, ერთი მხრივ, ბიზნესს მივცემთ დაინტერესებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნან სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, მსჯავრდებულებს, რომლებიც ჩაერთვებიან შრომით საქმიანობაში, შესაბამისი ფორმულის საფუძველზე მოაკლდებათ საპატიმრო დღეები. შემდგომში კი, გამოკლებულზე შეეხებათ ყველა ის ბენეფიტი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს – პირობით ვადამდე გათავისუფლება თუ შეწყალების ათვლა“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.