აშშ-ში ორი რეპერი XXXTentacion და Jimmy Wopo საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს (ვიდეორგოლი)

14:58 06-19-2018
1745

აშშ-ში, რამდენიმე დღის წინ, ორი ფერადკანიანი რეპერი, სიცოცხლეს გამასალმეს. პირველად, ცნობილი გახდა, 20 წლის რეპერის, ჯაჰსეჰ დუეინ ონფროის, მეტსახელად XXXTentacion-ის მკვლელობა, რომელიც მაიამიში, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. რეპერი,  მოტოციკლეტების ბაზრობას ტოვებდა, როდესაც მას, დაუდგენელმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 

მოგვიანებით კი,  21 წლის ამერიკელი რეპ-შემსრულებელი, ტრეივონ სმარტი, მეტსახელად, Jimmy Wopo, პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში, საკუთარ მანქანაში, მის თანმხლებ პირთან ერთად ჩაცხრილეს.  ამის შესახებ ტელეარხი BBC იუწყება.  

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეორგოლი, სადაც თვითმხილველებს, მანქანაში ჩაცხრილული რეპერის ხელი უჭირავთ და პულსს უსინჯავენ. მათი ინფორმაციით, რეპერი, კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც, რამდენიმე ხანში გარდაიცვალა. 

რეპერის, XXXTentacion-ის გარდაცვალების ფაქტს, კიმ კარდაშიანის მეუღლე, კანე უესტი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში, პოსტი გამოაქვეყნა:

- მე არასდროს არ მითქვამს შენთვის, რამდენად შთამაგონებდი, როცა აქ იყავი  - დიდი მადლობა ყველაფრისთვის - მშვიდად განისვენე - წერს კენე უესტი. 

რეპერის, ტრევონ სმარტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, მისმა მენეჯერმა, ტეილორ მეგლინმა გაავრცელა.  

ბოლო, ინფორმაციით, ინსტაგრამზე, გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე, გამოქვეყნდა ჯიმი უოლოს და მისი მეგობრის ერთად გადაღებული ფოტო, სადაც მის მეგობარს, ხელში, იარაღი უჭირავს.  

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი:

 

  

 

 

 


 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე