„თბილისში პირწმინდად დავამარცხეთ „მეგა“ პროექტი ექს „იქს ფაქტორი“ - ია ფარულავა

11:39 06-20-2018
4144

„მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს მაყურებელს აქტიურობისთვის. რეიტინგებით თბილისში პირწმინდად დავამარცხეთ „მეგა“ პროექტი ექს Х ფაქტორი !!!“ - წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, „მხოლოდ ქართული“ დასრულდა და „იმედზე“ „იქს ფაქტორს“ ამჯერად „რუსთავი 2“-მა „ფარული კონვერტი“ დაუპირისპირა. როგორც ჩანს, „რუსავი 2“ სათანადოდ აფასებს ახლაგდამოჩეკილ გადაცემას, რადგან პროექტმა მეგა შოუს ტოლი არ დაუდო.

„ფარული კონვერტის“ სტუმარი ამჯერად ირინა სარიშვილი გახლდათ.

„ორი მეგა გადაცემა მეჯდა თან ერთი ფეხბურთი, რომელსაც 8% ქონდა და ეს ძალიან მაღალია „პირველი არხისთვის“ და მეორე „იქს ფაქტორი“, რომელიც დაუმარცხებელი იყო ჯერ კიდევ შარშან“- წერს ია ფარულავა თავისსავე პოსტის ქვეშ. ტელეწამყვანმა უამრავი მილოცვა მიიღო სოციალურ ქსელში, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც იას რეიტინგების არ დაიჯერა მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი