2017 წლის აგვისტოში, კრის პრეტი და ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, ანა ფერისი ერთმანეთს დაშორდნენ. ერთი წლის შემდეგ კი, კრისი, უკვე ახალ შეყვარებულთან ერთად, დააფიქსირეს.
TMZ-ის წყარის ინფორმაციით, პრეტის რჩეული, 28 წლის კეტრინ შვარცნეგერია. რომელიც არნოლდ შვარცნეგერის და მარი შრაივერის უფროსი ქალიშვილია. კეტრინი, lifestyle-ის ბლოგერი და ინტერიერის დიზაინერია.
წყვილი პაპარაცებმა, სანტა-ბარბარაში, პიკნიკის დროს დააფიქსირეს.
ჟურნალისტების ინფორმაციით, კრისი, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი, ისე იქცეოდა - კეტრინს, ჯერ მიაკითხა და პიკნიკის შემდეგ კი, სახლში მიაცილა.
კრისი, სხვადასხვა ქალბატონებთან და კოლეგებთან ერთად, ხშირად პოზირებს, მაგრამ მეუღლესთან დაშორების შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როცა საყვარელ გოგონასთან ერთან, დასვენების დღეს, ბუნებაში ატარებს.
იხ. ფოტოკოლაჟი: