ამერიკელი მსახიობი და მოდელი, ევა ლონგორია და მისი მეუღლე, ბიზნესმენი, ხოსე ანტონიო ბასტონი, მშობლები გახდნენ. გუშინ, 19 ივნისს, ლოს-ანჯელესში, მსახიობმა იმშობიარა და ვაჟიშვილი გააჩინა, რომელსაც მშობლებმა, სანტიაგო ენრიკე დაარქვეს.
ბედნიერმა წყვილმა, ახალშობილის ფოტო, დღეს ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა მოდელმა და ოქროს გლობუსის ნომინანტმა, მსახიობმა, ევა ლონგარიამ, სატელევიზიო სერიალში სასოწარკვეთილი დიასახლისები, გაბრიელ სოლისის როლის შესრულებისთვის გაითქვა სახელი.
43 წლის, ევა ლონგორია და 49 წლის, მექსიკელი ბიზნესმენი, ხოსე ბასტონი, 2016 წელს დაქორწინდნენ. მართალია, სასოწარკვეთილი დიასახლისების მთავარი გმირისთვის, ეს პირველი შვილია, მაგრამ მისი მეუღლისთვის, რომელსაც წინა ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს, მეოთხე - ბიზნესმენი, 2 ქალიშვილს და უკვე, 2 ვაჟიშვილს ზრდის.
იხ. ფოტოკოლაჟი: