ხვალ სინოდის სხდომა გაიმართება

14:41 06-20-2018
103

წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში 21 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ პირველ არხს საპატრიარქოში განუცხადეს.

მათივე ცნობით, წელს პირველად წმინდა სინოდის სხდომა 21 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს.

წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ ტარდება. 2017 წელს სინოდის სხდომა 9 მარტს და 11 ოქტომბერს გაიმართა.