ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, 20 წლის ნაიმურ ზაქარია რახმანი პრემიერ მინისტრის ლონდონის რეზიდენციის კარებთან აფეთქების მოწყობას, დაცვის აირით განეიტრალებას, შენობაში შეღწევას და ტერეზა მეისთვის თავის მოჭრას გეგმავდა.
რახმანი გასული წლის ნოემბერში სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი ბომბის გადაცემის დროს დააკავეს. ბომბის გამყიდველი სპეცსამსახურების წარმომადგენელი იყო. რაჰმანს მი-5 უთვალთვალებდა და მისი ტერორისტული მიზნების შესახებ მხილებებიც აქვს. რაჰმანის საქმის განხილვა სასამართლომ ორშაბათს დაიწყო.