ჰოლივუდის მსახიობის, უილ სმიტის და ჯადი პინკეტის ვაჟმა, ჯეიდენ სმიტმა, მოულოდნელად განაცხადა, რომ ძალიან მოსწონს ქალის სამოსი - ის, ხშირად პოზირებს ქალის ტანსაცმლით.
მისი სქესის ამგვარ ცვლილებას, არა მარტო ჯეიდენის ჰაიტერები იწუნებენ, არამედ, საკუთარი მამაც, უილი სმიტიც კი, განრისხებულია.
მსახიობის მეუღლე და ჯეიდენის დედა, ჯადი პინკეტ სმიტი, ინტრევიუში იხსენებს, რომ 2016 წელს, მისმა ვაჟი, Louis Vuitton-ის ბრენდის სარეკლამო რგოლში გადაღებაზე დათანხმდა.
ჯეიდენს, აუცილებლად უნდა მივცეთ ჩაცმის სტილის, არჩევანის უფლება - მისი სტილი, განსაკუთრებით თავისუფალია - მაგრამ ამავე დროს, უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ის, ფერადკანიანი ბიჭია და მამაკაცური გარეგნობის მსახიობის და ვარსკვლავის, უილ სმიტის შვილია - ამბობს ჯადი.
მართალია უილმა,ამ საკითხზე, საკუთარი აზრი დააფიქსირა, როცა გაიგო მისი ამგვარი ქმედება, დამირეკა და მკითხა:
- ჯეიდენთან ერთად განიხილე ის საკითხი, რომ ის ქალის სამოსში ჩაცმული დადის? - მკითხა უილმა.
- დიახ, განვიხილეთ და გადავწყვიტეთ! მთავარია, რომ ის ბედნიერია- ვუპასხე უილსს.
მსახიობი, აღშფოთებულია შვილის საქციელით, მაგრამ ჯადი, არ თმობს პოზიციებს და თვლის, რომ ჯეიდენის მხრიდან, ეს, თამამი გადაწყვეტილება იყო.
ჯეიდენი აცხადებს, რომ ქალის სამოსში იმიტომ დადის, ახალ თაობას დაანახოს, თუ რას ნიშნავს თავისუფალი ცხოვრების სტილი და რომ, ყველა ადამიანს აქვს უფლება, როგორც თვლის საჭიროდ, ისე იცხოვროს და არ შეუშინდეს იმ ფაქტს, რომ მას ამ საქციელისთვის დასჯიან.
ჯეიდენის, ყველაზე ხმაურიანი გამოსვლა იყო - როცა მან, მსახიობი ამანდლა სტენბერგი(შიმშილის თამაშები), 2015 წლის გამოსაშვებ საღამოზე, ქალის სამოსში ჩაცმულმა გააცილა.
იხ. ფოტოკოლაჟი: