ჭყონდიდელი მოტროპოლიტი მეუფე პეტრე სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქისგან მის თანამოსაყდრის დანიშვნასთან დაკავშირებით, განმარტებებს ელოდება.
ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სინოდის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
მე ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებებს მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა 8 თვის განმავლობაში, რაც სინოდის სხდომა არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე ვნახოთ, კრებას დაველოდოთ. სინოდი იმიტომ იკრიბება, რომ საკითხები იქნას განხილული, - განაცხადა მეუფე პეტრემ.