ე.წ. ციანიდს საქმესთან მიმართებაში ხელისუფლებამ ცოდვა ჩაიდინა...ეს იყო ბოროტება და უნდა მოინანიოს - მიტროპოლიტი პეტრე

16:33 06-21-2018
177

ე.წ. ციანიდს საქმესთან მიმართებაში ხელისუფლებამ ცოდვა ჩაიდინა...ეს იყო ბოროტება და უნდა მოინანიოს – ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ეს საკითხი ზოგადად იყო განხილული, კონკრეტულად არა. განხილული იქნა იმ კონტექსტში, რომ ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, აღიაროს, რომ ცოდვა ჩაიდინა ციანიდის საქმესთან მიმართებაში.

ეს იყო ბოროტება და უნდა მოინანიოს" – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ე.წ ციანიდის საქმის განხილვა დღევანდელ სინოდის სხდომაზე მოხდა, მიტროპოლიტმა არ დაადასტურა.

წმინდა სინოდის სხდომა ამ წელს პირველად გაიმართა. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა მიტროპოლიტი პეტრეს ცნობით დღევანდელ სინოდის სხდომაზე საუბარი იყო მეუფე შიოზე, რომელიც დასახელებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ და ასევე, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე.

 

ავტორი: